წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალეში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალეში ალექსანდრე უბილავას სახლი იწვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ადგილზე ოთხი სახანძრო ავტომანქანა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები