“ყველა ბარიერგადალახული პარტია, რომელსაც დღეს რაღაც პატარა რესურსი გააჩნია, ნაცის, საქმეს აკეთებს, გარედან დავალებებს იღებს და სინქრონულად ერთ მესიჯად საუბრობს” – მდინარაძე
“ყველა ის ბარიერგადალახული პარტია, რომელსაც დღეს რაღაც პატარა რესურსი გააჩნია ნაცის საქმეს აკეთებს, გარედან დავალებებს იღებს და სინქრონულად ერთ მესიჯად საუბრობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარების მოთხოვნებს არანაირი ფასი არ აქვს.
„ნაცთან მოღალატე გახარია, მათი რეკეტიორი ხაზარაძე, ნიკა გვარამია, ხოშტარია თუ რომელი არ არის ნაცი? შენ თუ მეკამათები, რომ არა, შენ არ უნდა იყო, ვის უჭერ მხარს? აი ამაზე დაფიქრდი და მიხვდები, რომ ამით ნაცის მობრუნებას ითხოვ და არა ახალ არჩევნებს. როგორც კი ნაცებმა პროევროპელები დაირქვეს, მერე გაყოყლოჩინდნენ და ვითომ რაღაც მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. რეალურად არსებობს ძალა, რომელიც საკუთარ სამშობლოს ემსახურება და არსებობენ ძალები, რომლებიც, სამწუხაროდ, სხვას ემსახურებიან და სხვისი მსახურები საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ უნდა მოვიდნენ.
ცალკეული ევროპარლამენტარების მოთხოვნებს არანაირი ფასი არ აქვს.
რეზოლუციაში, სადაც შეიძლება ისეთი ოდიოზური და სასტიკი რეჟიმის შემქმნელი ადამიანის – სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვო და ბიძინა ივანიშვილის განსჯა მოითხოვო რა ფასი შეიძლება ჰქონდეს ალბათ ეს საზოგადოებისთვის ადვილი აღსაქმელია, მაგრამ მთავარი ეს არაა. ახლა რაღაც კუდების ქნევის საშუალებაც ნელ-ნელა გაუქრებათ დროთა განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს ერთ კვირაში და ერთ თვეში არ ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მიმართულებით დადასტურდა, რომ ჩვენ სწორ პოზიციაზე ვდგავართ. მადლობა კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ გადაწყვიტა სიმართლისთვის მხარდაჭერა და არა მილიონებით დაფინანსებული, თავსმოხვეული რაღაც დეზინფორმაციისთვის. ამას მიხვდა ხალხი და გადაარჩინა საკუთარი ქვეყანა. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე და ვინმე სხვა ხელისუფლებაში, პარლამენტში იქნებოდა თუ არა ამას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, არჩევნები იყო გადამწყვეტი, წყალგამყოფი. ალბათ ერთი კვირაც ვერ მოითმენდნენ და შეასრულებდნენ დავალებას ყოველგვარი პიარული შეფუთვის გარეშე. ჩვენ რომ არ გაგვემარჯვა არჩევნებში ალბათ მართლა ბომბების წვიმები იქნებოდა რომ ნატრულობდა ერთ-ერთი მათი აგენტთაგანი“, – აღნიშნა მდინარაძემ.