დიმიტრი მედვედევი: ყველა ოხერი – ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვენ „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს – მათ მოსაგერიებლად საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ

დასავლეთი ახლაც არანაირად არ ზღუდავს კიევს ნატოს პოტენციალის გამოყენებით, რუსეთის სიღრმეში დარტყმაში, რუსეთის ფედერაცია საგულდაგულოდ უნდა მოემზადოს მათ მოსაგერიებლად, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ბოლო დროს, ყველა საზიზღარი, ოხერი, როგორიცაა ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს. აშკარაა, რომ ახლაც არ არსებობს შეზღუდვები დასავლეთის მხრიდან მსგავს თავდასხმებზე და ჩვენ საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაგერიებლად“, – აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, რუსეთს უნდა ახსოვდეს სხვადასხვა დასავლელი სიმახინჯის კრიმინალური მოწოდებები და მოემზადოს შურისძიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები