ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი ბარაკ ობამას შეხვდა

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.

“მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც გატაცებულებს სახლში დააბრუნებს“, – წერს იაირ ლაპიდი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ისრაელის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში უმასპინძლა.

ლაპიდმა მხარდაჭერისთვის და ისრაელელი მძევლების დაბრუნების მცდელობებისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები