კონსერვატორიაში „ღამის სერენადები” გრძელდება

„ღამის სერენადები” კონსერვატორიაში გრძელდება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, 17 სექტემბერს, 20 საათზე, ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება.
მონაწილეობენ: ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო.
ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე);
მოწვეული მუსიკოსი: მარიამ მაკარაშვილი – დრამი, საქართველო.
პროგრამა:
ალბერტო ნეპომუსენუ – სიმებიანი კვარტეტი N3 “Brasiliero”;
ჰეიტორ ვილა-ლობოსი – 18-ე საუკუნის პოეტის სიმღერა;
მარლოს ნობრე – პოემა III ჩელოსა და სიმებიანი საკრავებისთვის, თხზ.94;
ლუიჯი ბასი – საკონცერტო ფანტაზია რიგოლეტოს თემებზე;
შიკინია გონზაგა – Corta Jaca;
ზეკინია დე აბრეუ – Tico Tico;
ანტონიო კარლოს ჟობიმი – გოგონა იპანემადან.
18 სექტემბერს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზი კამერული მუსიკის საღამოს უმასპინძლებს. მონაწილეობენ:  გიორგი ხაინდრავა და  გიორგი შავერზაშვილი. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები