საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ ქართული დიასპორის მესვეურებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა 14-15 სექტემბერს ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში“  შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია და დისკუსია აქტუალურ საკითხებზე. დიასპორასთან შეხვედრისას ასევე გაიმართა მისი წიგნების, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის“ და „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათების“ წარდგენა. ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ გადაეცა უახლესი ქართული გამოცემები.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და დესპანი, ვარლამ ბაძაღუა.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ხელმძღვანელს, ავთანდილ მიქაბერიძეს შეხვედრების ორგანიზებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები