გამოძიების ფედერალური ბიურო – ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო

ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დაკავებულია ინციდენტთან კავშირში მყოფი ერთი პირი. „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო AK-47 ტიპის იარაღით. 58 წლის რაიან უესლი რუთი არის თვითდასაქმებული მშენებელი ჰავაიდან. Რუთი სოციალურ მედიაში პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა, ზოგჯერ ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა.

ადგილობრივი პროკურორი იუწყება, რომ ფლორიდაში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დაპატიმრებისას დუმილის უფლება გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები