“დაზარალებული არის მე-7 კლასელი გოგონა. არსებული ინფორმაციით, იგი საკუთარი ნებით გაჰყვა”,- ამის შესახებ ქარელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მოზარდის სკოლაში აცხადებენ.
როგორც სკოლაში განმარტავენ, სასწავლო დაწესებულებამ ყველა საჭირო ნაბიჯი განახორციელა.
“წუხელ ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. სკოლამ განახორციელა ის ნაბიჯები, რაც საჭირო იყო. მანდატურის სამსახურმა გააკეთა რეფერირება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სხვა რაიმე ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. დაზარალებული არის მე-7 კლასელი გოგონა. არსებული ინფორმაციით, იგი საკუთარი ნებით გაჰყვა”, – აღნიშნავენ მოზარდის სკოლაში.
შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს. დაკავებულია 22 წლის ბიჭი. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა დაწყებული.