ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

დღეს, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები