ვინ განეკუთვნება კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს – ივანე ჩხაიძის განმარტება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე იმ რისკ-ჯგუფებს ასახელებს, რომლებისთვისაც კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია საშიშროებას წარმოადგენს.
“ზიანის მომტანი იქნება და აქ ხაზს ვუსვამ – მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ფენისთვის არა. ნაკლებად იქნება ახალგაზრდა ასაკისთვის ზიანის მომტანი. ვსაუბრობთ რისკის ჯგუფებზე ესენია, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები ასაკის მიუხედავად – ესაა დიაბეტი, სიმსუქნე, გულის პრობლემა და რაც ყველაზე საშიშია, ისევე როგორც კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს განეკუთვნება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ასაკიდან გამომდინარე”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.