ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.