ტრამპი – იმპორტზე ტარიფების დაწესების შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტი დამყარდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმპორტზე ტარიფების დაწესების შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტი დამყარდა.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინი ქვეყანას მკაცრად და ძლიერად მართავს.
„პრეზიდენტ სისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. სი ძინპინი ჩინეთს ძალიან მკაცრად მართავს, ძალიან ძლიერად, ძალიან ჭკვიანურად და დიახ, ჩვენ ვესაუბრებით ჩინეთს“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ტიკ ტოკთან“ დაკავშირებულ გარიგებას გადადებს მანამ, სანამ ჩინეთთან სავაჭრო საკითხი გადაწყდება.