ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ტანკებისათვის აუცილებელი ქრომის შესყიდვას წლების განმავლობაში გერმანიაში, კერძოდ ფრანკონიაში ფირმა EKC-გან ახორციელებს

„რუსეთი ტანკებისათვის აუცილებელი ქრომის შესყიდვას წლების განმავლობაში გერმანიაში, კერძოდ ფრანკონიაში ფირმა EKC-გან ახორციელებს,“- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი  Handelsblatt-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით,  რომ რუსეთი საკუთარი ტანკებისათვის აუცილებელი ქრომის შესყიდვას წლების განმავლობაში გერმანიაში, კერძოდ ფრანკონიაში ფირმა EKC-გან ახორციელებს  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რუსეთი საკუთარი ტანკებისათვის აუცილებელი ქრომის შესყიდვას წლების განმავლობაში გერმანიაში, კერძოდ ფრანკონიაში ფირმა EKC-გან ახორციელებს. ბრიტანეთმა ქრომის მიმწოდებელი ფირმა 2025 წლის იანვარში დაასანქცირა, რასაც გერმანელი მწარმოებელი იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნევს. ბრიტანეთი გერმანიას ასანქცირებს, გერმანია საქართველოს, რუსეთი კი სამივესთან ვაჭრობს. მართალი ყოფილა ულიანოვი, კაპიტალისტების ჩამოსახრჩობ თოკს მათგანვე ვიყიდითო. იცოდა მათი ბუნება და ხასიათი“, – წერს გიორგობიანი.

ცნობისთვის, გერმანული გამოცემის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აპრილამდე კომპანია EKC-მა რუსეთში 24,2 მილიონი ევროს ქრომის ექსპორტი განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები