კადიროვის შვილს გროზნოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

ჩეჩნეთის მეთაურის უფროს ვაჟს, რესპუბლიკის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრს და ახმატის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს, ახმატ კადიროვს სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გროზნოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

„გულწრფელად ვულოცავ ახმატ რამზანოვიჩ კადიროვს „ქალაქ გროზნოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებას სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს დუდაევი.

მისივე თქმით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის უფროსმა ვაჟმა მოკლე დროში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და სპორტული პოლიტიკის სფეროში თავის საქმიანობას ეფექტურად ახორციელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს რესპუბლიკას, არამედ მთელ ქვეყანას“, – დასძინა ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები