ნინო წილოსანი: როდესაც გიორგი არველაძის შვილი ვინმეს მიადგება და შეურაცხყოფას მიაყენებს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მამამისმა მიიტაცა ტელეკომპანია „იმედი“

,,ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი „სირცხვილიას“ წევრის მიერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

„როდესაც გიორგი არველაძის შვილი ვინმეს მიადგება და შეურაცხყოფას მიაყენებს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მამამისმა მიიტაცა ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ხელით ამ ქვეყანაში ჩაიხშო თავისუფალი სიტყვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ვინმესთვის მორალის წაკითხვა სურს, უნდა დაიწყოს საკუთარი ოჯახის წევრებიდან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები