მედიის ცნობით, რუსეთი და უკრაინა ხვალ 500-მდე პატიმარს გაცვლიან

რუსეთი და უკრაინა ხვალ პატიმრების მორიგ გაცვლას განახორციელებენ, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგება.

როგორც წყარომ Reuters-ს განუცხადა, გაცვლის ფარგლებში, დაბრუნდება 500-მდე რუსი და უკრაინელი ტყვე, ასევე 46 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, წყაროს თქმით, გაცვლაში თითოეული მხრიდან 246 პატიმარი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ომის დროს რუსეთმა და უკრაინამ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით გაფორმებული გარიგების ფარგლებში, ასობით პატიმარი გაცვალეს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით გაცვლილ ტყვეთა საერთო რაოდენობა 3233-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები