ვენსი: აშშ ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დე ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ.
Sky News-ის ცნობით, მან ეს განცხადება რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას გააკეთა.
„რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მე მათ წინასწარ განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ჩვენ შეგვიძლია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი, ეს ძალიან სასტიკი ომი, დასრულდება“, – თქვა ვენსმა.