ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ აშშ დაუსაბუთებელ, არარეალურ და არაპრაქტიკულ მოთხოვნებს არ წამოაყენებს, შეთანხმება შესაძლებელია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, რომში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ აშშ არ წამოაყენებს არარეალურ მოთხოვნებს.
„მათი მზადყოფნა, დაიწყონ სერიოზული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხება მხოლოდ ბირთვულ საკითხს, სხვა საკითხებში შესვლის გარეშე, შეიძლება მიგვიყვანოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებამდე“, – თქვა ირანელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნაწილობრივი სერიოზულობა გამოიჩინა ომანში მოლაპარაკებების პირველ რაუნდში.
„როგორც უკვე ვთქვი, თუ დაუსაბუთებელი, არარეალური და არაპრაქტიკული მოთხოვნები არ იქნება წამოყენებული, შეთანხმება შესაძლებელია“, – დასძინა არაღჩიმ.