ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავიდეს, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას

აშშ შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავიდეს, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის უკრაინაში მშვიდობის მიღწევას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან სურთ უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულება.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად მალე შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დასრულება.

„დღეების კონკრეტული რაოდენობა არ არის, მაგრამ მალე. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიკვდილზე. საშუალოდ, კვირაში 2500 ახალგაზრდა, ჯარისკაცი იღუპება. ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე“, – უპასუხა ტრამპმა.

მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში მხარეები წინსვლას არ აჩვენებენ, აშშ უარს იტყვის მცდელობაზე, დაასრულოს ომი უკრაინაში.

„თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მხარე ამის [ომის დასრულების] გაკეთებას ძალიან გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, იდიოტები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ“. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. მაგრამ, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები