თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია განხორციელდა – დაკავებულია 525 ნარკორეალიზატორი

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია ექვსი თვის დაგეგმვისა და მეთვალყურეობის შემდეგ განხორციელდა.

„ეს იყო ყველაზე დიდი ნარკოტიკული ოპერაცია ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

ოპერაციაში ათასობით პოლიციელი, დრონი და ვერტმფრენი მონაწილეობდა, რომელიც 625-ზე მეტ მისამართზე ჩატარდა.

როგორც იერლიკაიამ დასძინა, რეიდები ექვსი თვის განმავლობაში თითოეული ეჭვმიტანილის ტექნიკური და ფიზიკური მეთვალყურეობის შედეგი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეიდები კვლავ გაგრძელდება და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი დაკავება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში განხორციელებული რეიდები მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპაში ფართომასშტაბიან ოპერაციას მოჰყვა, რომელიც საერთაშორისო ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების ქსელებს უკრავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები