გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ახლა გამოაგორეს ისევ უვიზოს შეჩერების თემა, ხალხი რომ რამენაირად ააჯანყონ – ევროკავშირი არ არის ვინმე ნაცის, უკანა ეზო, აქ არის წესები და პროცედურა, რომლებსაც, თუნდაც გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმპლემენტაციისათვის წლები დასჭირდება

ძალიან რთულად აქვთ საქმე ე.წ “ოპოზიციას”. ხალხის შეკრების თავი არა აქვთ, თანხებიც საგრძნობლად დააკლდათ, რაც აშშ ხელისუფლების სათავეში, პატრიოტი და ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხალხი მოვიდა. დარჩნენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ზოგიერთი ლიბერალური ხელისუფლების იმედზე,- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გამსახურდიას განცხადებით,  ისევ “უვიზოს” შეჩერების თემა გამოაგორა „ოპოზიციამ“, რათა ხალხი  რამენაირად ააჯანყონ, ევროკავშირი არ არის ვინმე ნაცის, უკანა ეზო, იქ არის წესები და პროცედურა, რომლებსაც, თუნდაც გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმპლემენტაციისათვის წლები დასჭირდება.

მისივე თქმით,ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, საქართველოს აქვს იდეალური საპოლიციო თანამშრომლობა და ერთად ებრძვიან ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.

 

„ძალიან რთულად აქვთ საქმე ე.წ “ოპოზიციას”. ხალხის შეკრების თავი არა აქვთ, თანხებიც საგრძნობლად დააკლდათ, რაც აშშ ხელისუფლების სათავეში, პატრიოტი და ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხალხი მოვიდა. დარჩნენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ზოგიერთი ლიბერალური ხელისუფლების იმედზე. რომლებსაც არ ძალუძთ იმ თანხის უზრუნველყოფა, რამაც შეიძლება მათ წარმატებას მოუტანოს.
ახლა გამოაგორეს ისევ უვიზოს შეჩერების თემა, ხალხი რომ იქნებ რამენაირად ააჯანყონ. ისევ ვიმეორებ, ევროკავშირი არ არის ვინმე ნაცის, უკანა ეზო, აქ არის წესები და პროცედურა, რომლებსაც, თუნდაც გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმპლემენტაციისათვის წლები დასჭირდება. ეს დეზინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, ზოგიერთი პოლიტიკური წრეებიდან მოდის და ეს მავნებლები ახმოვანებენ, სიმართლესთან ახლო, არაფერი არ გააჩნია.
აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, გვაქვს იდეალური საპოლიციო თანამშრომლობა და ერთად ვებრძვით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის, ჩვენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. სჯობს გვარამიამ, ისევ პოპკორნი ჭამოს და დაელოდოს მათ დრამატულ, ბოლომდე ჩამოშლას“, -წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები