აუშვიცის ბანაკის მცველები – რეალური ადამიანები მასობრივი გენოციდის უკან

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამიანების პირადი ისტორიების მოყოლა ან მოსმენა ხშირად ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, ეს ის მასობრივი და ხანგრძლივი ტრაგედიაა, რომელსაც კაცობრიობა ვერასდროს დაივიწყებს.

რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი საშინელი წუთების, საათების, თვეების გადატანა მოუწია თითოეულ მათგანს. რამდენიმემ წარმატებით შეძლო გაქცევა, ზოგი გაქცეული უკან დააბრუნეს, ზოგი მოკლეს, ზოგმა კი ბოლოს და ბოლოს მოიპოვა თავისუფლება, თუმცა გზა, რომელიც თითოეულმა მათგანმა გაიარა, ძალიან, ძალიან მძიმეა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ნაცისტებმა აუშვიცის ბანაკი გაანადგურეს, რათა იქ არსებული დოკუმენტები და მტკიცებულებები სხვის ხელში არ ჩავარდნილიყო. განადგურდა პატიმრების ფოტოებისა და სარეგისტრაციო ბარათების დიდი ნაწილი, ასევე სხვა მასალები. მიუხედავად იმისა, რომ აუშვიცის მემორიალურ არქივში დღესდღეობით 40 ათასამდე პატიმრის გადარჩენილი ფოტო ინახება, დატრიალებული საშინელების მასშტაბი გაცილებით დიდია.

ჩვენ უკვე მოგიყევით აუშვიცის პატიმრების: იანინა ნოვაკისჟოზეფა გლაზოვსკას, ივან რიბალკასვინცენს დანიელის, პატიმარი N2731-ის, სალომონ ჰონიგის  და სხვათა შესახებ, ახლა კი, თავად საკონცენტრაციო ბანაკის იმ მცველების შესახებ მოგითხრობთ, რომელთა მონაწილეობითაც მიმდინარეობდა ადამიანების გენოციდი.

მათი ფოტოები პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა როგორც იმ ბოროტების სიმბოლო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ყველაზე სასიკვდილო საკონცენტრაციო ბანაკში დატრიალდა.

ბანაკის პერსონალის მონაცემთა ბაზა 25 000-ზე მეტ ჩანაწერს მოიცავს. სხვადასხვა შეფასებით, ოსვენციმის ბანაკი 1941 წელს 700 მცველისგან შედგებოდა, 1942 წელს – 2 000 მცველისგან, 1944 წელს მათი რაოდენობა 3 ათასს გადასცდა. პერსონალის ყველაზე დიდი რაოდენობა 1945 წლის იანვრის შუა რიცხვებში დაფიქსირდა – 4480 კაცი და 71 ქალი. ბანაკის არსებობის ისტორიაში აქ, ჯამში, 8200-მდე მამაკაცი და 200-მდე ქალი მსახურობდა.


ჯოზეფ ჰეფნერი – ყოფილი სტუდენტი. შუცშტაფელს (SS) შეუერთდა 1942 წელს.
ფრიც ტადიკენი – ყოფილი მხატვარი და შუშის მწმენდავი. 1944 წელს დაწინაურდა უმცროსი რაზმის ლიდერად. მოგვიანებით, გაასამართლა კრაკოვის სასამართლომ.
ჰელმუტ გრუნდშოკი – ყოფილი სანტექნიკოსი. SS-ს შეუერთდა 1939 წელს და მიაღწია უმცორსი რაზმის ლიდერის წოდებას.
იოჰანეს მარანკა – პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი და ყოფილი მეთუნუქე. დაუბრუნდა SS-ს 1944 წელს, როგორც რაზმის მეთაური.
ჰანს ანსორგი – ყოფილი კლერკი. შეუერთდა SS-ს 1933 წელს და მიაღწია უფროსი რაზმის ლიდერის წოდებას.
ვალტერ სალავეი – ყოფილი ფერმერი. შეუერთდა SS-ს 1941 წელს.
ერნსტ ფიშერი
ვილი ჰაინდორფი
იოჰანეს ბადსტუებნერი
მარტინ ფლორი
რობერტ ნაგი
ფელიქს ბეკერი
ჰორსტ პანიტჩი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები