თორნიკე რიჟვაძე: ოპოზიციის ოჯახის წევრებიც კი შერცხვენილი არიან მათი ქმედებებით და ოჯახშიც კი უჭირთ ხმების მობილიზება

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იქნება, იმდენად დიდი იქნება სხვაობა ჩვენს გამარჯვებს და ოპოზიციის დამარცხებას შორის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რეალურად მათი ოჯახის წევრებიც კი შერცხვენილი არიან მათი ქმედებებით და ოჯახშიც კი უჭირთ ხმების მობილიზება, ამიტომ დიდი სხვაობა იქნება ხმებს შორის და 26 ოქტომბერს გამარჯვებას ყველა ვიზეიმებთ.

მობილიზებული ვართ და აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილში, ასევე აქტიურად ხორციელდება ყველა მიმდინარე პროექტი. ჩვენ არ გვეშინია, ვინაიდან ხალხი გვიმაგრებს ზურგს,ზურგს გვიმაგრებს სიმართლე, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურ გამარჯვებამდე მივა 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები