ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს

ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. მისივე თქმით, რეაგირების დაჩქარების მიზნით, მოიხსნება ზოგიერთი პირობა, რომელიც მსგავს ფონდებს ახლავს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც სტიქიური შედეგად დაზარალებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევა, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.

“ეს არის განსაკუთრებული დრო და განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. თავდაპირველად, ფონდიდან შესაძლებელია ათი მილიარდი ევროს მობილიზება დაზარალებული ქვეყნებისთვის. ეს საგანგებო რეაგირებაა. თქვენ გვერდით ვიდგებით მომდევნო თვეებსა და წლებშიც, როდესაც საქმე კატასტროფისგან რეკონსტრუქციასა და აღდგენას ეხება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები