რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე: სამართლიანობა მოითხოვს, რომ სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს იმ ძალას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ოპოზიციას წარმოადგენდა

სამართლიანობა მოითხოვს, რომ შესაბამისი შეფასება, მათ შორის სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს იმ ძალას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ოპოზიციას წარმოადგენდა სინამდვილეში და ვინც ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში განეხორციელებინა მზაკვრული გეგმები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მან ისაუბრა „ნაცმოძრაობის“ გასამართლებასა და იმ ფაქტორებზე, რომლის გამოც ამ ძალამ სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს.

„სამწუხაროდ, ამ მზაკვრული გეგმების განხორციელება მათ გამოსდიოდათ. ერთ-ერთი ასეთი გეგმა იყო სწორედ, 2008 წლის აგვისტოს ის მოვლენები, სადაც მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში ის საომარი მოქმედებები განხორციელებულიყო. მაშინაც ზუსტად ისინი პირველი მოკავშირეები იყვნენ სინამდვილეში ოკუპანტების, გვახსოვს ისინი როგორ იქცეოდნენ. თავი რომ დავანებოთ იმას, როგორ გარბოდნენ საქართველოდან და როგორ მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე. მიატოვეს მათ შორის გმირი ჯარისკაცების ცხედრები ომის ველზე და საერთოდ არაფერი ადარდებდათ.

ის დანაშაული, რაც მათ აქვთ ჩადენილი აგვისტოს ომით არ ამოწურულა. ყველაზე საინტერესოა მერე როგორ მოქმედებდნენ ისინი და მერე რას აკეთებდნენ. რეზოლუცია, რომელსაც მათ დაუჭირეს მხარი, ამაზე არის ძალიან ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები