რატი იონათამიშვილი ზუგდიდში დაპირისპირებაზე: როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, როდესაც საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იძალადო – ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მიმართ

როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, როდესაც საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იქ იძალადო, – ასე გამოეხმაურა ანი წითლიძის და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრების მიმართ ზუგდიდში მოსახლეობის დაპირისპირებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

„ეს მოქნეული ფეხი თუ ხელი ხომ არის დევნილების მიმართ მოქნეული?! ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დევნილების მიმართ მოქნეული ხელი – ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნილებისა და საზოგადოების მიმართ. ისინი ყველას მტრებად მიიჩნევენ გარდა საკუთარი დავალების მიმცემებისა, სინამდვილეში ვისი მონებიც არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ანი წითლიძეს და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებს ზუგდიდში მოსახლეობა დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები