თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ზე მეტი – ეს არის იმის წინაპირობა, რომ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ

არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენმა მოსახლეობამ მშვიდობას და ომს შორის. უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენს ეროვნულ ტრადიციულ ფასეულობებს შორის და იმ ე.წ. ფასეულობებს შორის, რომელსაც ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ მომავალ თაობას, –  ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რაც გამარჯვების საწინდარია.

„ობიექტური რეალობა, რომელიც შექმნილია ნათლად გვაძლევს სურათს, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწიოთ ხალხთან ერთად. რეალურად, ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ზე მეტი. ეს არის იმის წინაპირობა, რომ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, გაიმარჯვოს იმ მშვიდობიანმა, სამართლიანმა ხაზმა, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ტარდება, როგორც ეროვნულ დონეზე, რა თქმა უნდა ასევე რეგიონში. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ამ არჩევნებში!“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები