თორნიკე რიჟვაძე: ყველა მაჩვენებლით წელს იყო ისტორიულად რეკორდული ტურისტული სეზონი

ყველა მაჩვენებლით წელს ისტორიულად რეკორდული ტურისტული სეზონი იყო, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი Live“.

მისი თქმით, მიუხედავად ოპონენტების მცდელობებისა ჩაეშალათ საზღვაო სეზონი, ტურისტების რაოდენობამ თავისი ნიშნულით პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს მიაღწია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმიდან შემოსავალი გადანაწილდა ყველა აქ მცხოვრებელ ოჯახზე პრაქტიკულად. რაც არის იმის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, კიდევ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ადგილზე ჩვენი მცხოვრებლებისთვის და დარწმუნებულ ვარ, რომ ამ დინამიკის გათვალისწინებით ბათუმი, მთლიანად აჭარა შეინარჩუნებს თავის პოზიციებს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, ტურისტულ ბაზრებზე კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნეები ბოლო წლებია ცდილობენ მათ შორის ის რომ დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში, ქვეყანა ჩაითრიონ ომის და სამხედრო ავანტიურის სცენარებში და ასევე ადგილობრივ დონეზე. თქვენ გახსოვთ მთელი ეს ურცხვი კამპანია, რომელიც ემსახურებოდა მიზნად დისკრედიტაციას მათ შორის ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე იყო მთელი რიგი ქმედებები, რომლითაც სურდათ რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ტურისტული სეზონი. ჩვენი ხალხი გაიზარდა, ბრძენია და რა თქმა უნდა ძალიან კარგად ხვდება მათი ამ ქმედებების მიზანს. შესაბამისად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულად აღდგა პანდემიამდე მაჩვენებელი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები