12 წლის გოგონა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკს ცოცხალი გადაურჩა

მარინა ამარალის მიერ გაფერადებული ფოტო

ჟოზეფა გლაზოვსკა პოლონეთის ისტორიული ქალაქის, ზამოსცის მახლობლად მდებარე სოფელში, სიტანეცში 1930 წლის 19 მარტს დაიბადა. მშობლებთან და 370 სხვა ადამიანთან ერთად, ის სოფლიდან 1942 წლის 6 დეკემბერს გაასახლეს. 12 წლის ჟოზეფა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ის უნდა ყოფილიყო მისი ბოლო გაჩერება.

იმავე წლის 13 დეკემბერს ჟოზეფა საკონცენტრაციო ბანაკში დაარეგისტრირეს ნომრით – 26886. 1943 წლის თებერვალში მისი დედა, მარიანა 25-ე ბლოკში, ე.წ. სიკვდილის ბლოკში გადაიყვანეს და გაზის საკანში გაგუდეს. ჟოზეფას მამა, ასევე, გამოამგზავრეს აუშვიცში, ოღონდ – სხვა ტრანსპორტით, თუმცა, ისიც მოკლეს. ბევრი ბავშვის მსგავსად, ჟოზეფაც დაობლდა.

აუშვიცში ჟოზეფამ სამედიცინო ექსპერიმენტები გაიარა, რამაც, სავარაუდოდ, მისი მალარიით ან ტიფით დაინფიცირება გამოიწვია.

საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე ექსპერიმენტებში უამრავი გერმანელი ექიმი მონაწილეობდა. აღნიშნული ექსპერიმენტები სამედიცინო ეთიკის ფეხქვეშ გათელვისა და დანაშაულებრივი ქმედებების განსაკუთრებულ შემთხვევებს წარმოადგენდა. ამ საზარელი სამედიცინო ტესტების მტკიცებულებები ნაცისტებმა განზრახ გაანადგურეს. მტკიცებულებათა უმეტესობა ექსპერიმენტთა ორგანიზატორებისა და გადარჩენილ მსხვერპლთა ჩვენებებით იქნა მოპოვებული.

1945 წლის იანვარში აუშვიცის ევაკუაციისას ჟოზეფა, სხვა ბავშვებთან ერთად, პოტულიცის ბანაკში გადაიყვანეს, საიდანაც, საბოლოოდ, თავისუფლება მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები