ანი წითლიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს ზუგდიდში მოსახლეობა დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა.

ადგილობრივები „ენმ“-ს ერთ-ერთ ლიდერს, ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ, დასახლებიდან გასულიყვნენ. მოქალაქეებმა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს.

„ენმ“-ის წევრებმა კი ადგილობრივების მისამართით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს, რასაც ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა.

თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ დევნილ თეონა ქარდავას სიტყვიერი შეურაცხყოფა ანა წითლიძემ მიაყენა, რამაც ადგილზე სიტუაცია დაძაბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები