რატი იონათამიშვილი: ინტერპრეტაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის მოხდას აპირებს რუსეთისთვის, არის სიყალბე ოპოზიციის მხრიდან, რადგან იქ საუბარი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე

სინამდვილეში თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა, მას მიეცა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ამ რეაქციებზე დარწმუნებულიყო, რაშია რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი ინტერესი. ეს ადამიანები არიან მტრები ქვეყნის ერთიანობის, შერიგების და ამით კიდევ ერთხელ მოხდა მათი რეალური მხილება, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„დღეს იყო იყო ძალიან საინტერესო ფაქტი, როდესაც მამუკა მდინარაძე იდგა ჟურნალისტებთან, იქ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც განასახიერებდა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, თქვა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი არიან ჩვენი მტრები. ამ კომენტარით ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არის საქართველოს მტერი. ისინი ამბობენ, რომ აფხაზი და ოსი ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა, მოხუცები და ბავშვები არიან საქართველოს მტრები.

ინტერპრეტაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის მოხდას აპირებს რუსეთისთვის არის სიყალბე ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ იქ ზუსტად საუბარი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე და ჩვენ გვინდა, რომ ერთიანად აფხაზებთან და ოსებთან ერთად შევიდეთ ევროკავშირში ღირსეულად, მშვიდობით და კეთილდღეობით.

ოკუპაცია არა მხოლოდ ქართველებს გვტკივა, ოკუპაცია პირველ რიგში სტკივა იმ ადამიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დავივიწყოთ. ოკუპაცია ჩვენი საერთო ტკივილია. ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ თურმე ყველა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, არის მტერი.

სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია ვერასდროს იტანდა ვერც გმირებს და ვერც წარმატებულ ადამიანებს. ასე იყო მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ასეა ახლაც. რაც შეეხება ოკუპანტებს, ჩვენ მათ საერთაშორისო სასამართლოები მოვუგეთ და ყველგან ღირსეულად დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,“ – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები