ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა, რეალურად, გადაჭრილია
“საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა, რეალურად, გადაჭრილია, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დაიდგა რუხის საავადმყოფოში, იგეგმება მისი დამონტაჟება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც”, – ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოში ჟანგბადების პრობლემა, რეალურად, გადაჭრილია. იცით, რომ რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მოცულობას. შემდეგი დანადგარები იგეგმება, რომ დაიდგას ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება ასევე ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი. ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება ასევე ახალ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი დამოუკიდებელი ჟანგბადით უზრუნველყოფა და განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებსაც, თუ რომელ კლინიკას აქვს უფრო მეტი საჭიროება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.