ლელა წურწუმია ამერიკაში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს

   9 თებერვალს, ჩიკაგოში და 14 თებერვალს, ნიუ- იორკში მომღერალ ლელა წურწუმიას სოლო კონცერტები გაიმართება. კონცერტები საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხით მომღერალი ბრუკლინში ქართული მართლმადიდებლური ტაძრის დაარსების ინიციატივას დაუჭერს მხარს. კონცერტამდე იგი საქართველოდან მიმართავს ქართველ ემიგრანტებს: “მოგესალმებით, ჩემო მონატრებულო ემიგრანტებო და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ 2014 წელი! საკუთარ სამშობლოსა და ოჯახებისგან მოწყვეტილებს გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას. მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი შვილების სულიერ საზრდოზე. წინასწარ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” მომღერლის კონცერტები ამერიკაში “სოკო ივენთის“ ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები