კახეთში მამაკაცი ცოლსა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდა – ვიდეო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 26 აპრილიდან დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1968 წელს დაბადებული ბახლულ ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.
დაკავებული გადაყვანილია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები