ინგლისში, შტორმ “ბერტის“ შედეგად ძლიერმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ნორთჰემპტონში 5 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც “ბიბისი” წერს, შტორმმა სახლების და გზების ნგრევა, ასევე სარკინიგზო ქსელების მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია. გაუქმდა მატარებლების მოძრაობა ლონდონიდან სამხრეთ-დასავლეთით და შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა ცენტრალურ ინგლისშიც.
სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზაცია გამოცხადდა სამხედრო ქვედანაყოფებში.
ცნობისთვის, დაახლოებით ორი კვირის წინ, დიდი ბრიტანეთი შტორმმა „კიარამ“ დააზარალა.