ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე „კანონიერი ქურდობისათვის“ ნასამართლევი და 4 პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი -აზიზ შამოიანი,ბონდო იაშაღაშვილი, ზაურ ჯალაღონია, თემურ სორდია და წარსულში არერთხელ, მათ შორის ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდობისათვის“ ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა. როგორც “კვირას“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „კანონიერი ქურდობისთვის“ წარსულში ნასამართლევმა პლატონ მამარდაშვილმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმადანაშაულის ჩადენის ფაქტზედააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან. დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულა დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით. საქმეზე მიმდინარეობსგამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები