კონცერტები პროექტ ,,თანადგომის“ ფარგლებში

   ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრი დღეიდან 30 მაისის ჩათვლით ახორციელებს პროექტს ,,თანადგომა”. პროექტის ფარგლებში, კულტურის ცენტრში შემავალი ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლები და ჯგუფები, გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციაში სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მუსიკალური კოლექტივები: ანსამბლი “შვიდკაცა”, ანსამბლი “იადონი”, მუსიკალური სკოლის გუნდი, ჯგუფი “ლურჯი იალქანი”, კვარტეტი “ჰარმონია”, სალოტბარო სკოლა, ქალთა ვოკალური ანსამბლი “ალილუია”, ანსამბლი “ედელვაისი”, ანსამბლი “მუხამბაზი”, ანსამბლი “ვახტანგური“, ანსამბლი “აბჯარი”, კვარტეტი “გამა” და ანსამბლი “ელესა”. პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები