გამოფენა “PROJECT – Women In Action“ ფემინისტურ გალერეაში

ფემინისტურ გალერეაში “ფრონტლაინი” 18 მარტს ქალი პლაკატისტების სოციალური პლაკატების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 19 ქალი ავტორის 30-მდე ნამუშევარი. ღონისძიება ხორციელდება პროექტის ” PROJECT – Women In Action“ -ის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, საზოგადოებას აჩვენოს ქალთა ნამუშევრები და ამით ხაზი გაუსვას მათ მიერ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს. პროექტის ფარგლებში იგეგმება ქალი რეჟისორების ფილმების კვირეულის გამართვა და ქალი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა. პროექტს ახორციელებენ: კავშირი “დიოსკურია” და საერთაშორისო ორგანიზაცია “ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები