ლევან ბერძენიშვილის ლექცია "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში"

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია “წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში” გაიმართა. ღონისძიებაზე ახალი სტუდენტური პროექტის “თაობა L”-ის პრეზენტაციაც ჩატარდა. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა “პალიტრა L“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. მსგავს კონკურსს გამომცემლობა “პალიტრა L“ ყოველთვის ატარებს, მასზე გამარჯვებული მთავარ პრიზს აირჩევს – 1000 ლარს, ან წიგნის თაროს: “100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები