გამოიცა კარენ ბლუმენტალის წიგნი: „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“
,,არტანუჯმა“ კარენ ბლუმენტალის წიგნის – „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“ გამოსცა. 7 მარტს, “თიბისი გალერეაში”, ერთდროულად, წიგნის როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის მნიშვნელობაზე მთარგმნელი ივანე ჩხიკვაძე და რედაქტორი სანდრო ასათიანი ისაუბრებენ.
“ოციოდე წლის ჯობსმა მთელ მსოფლიოს წარუდგინა მის მიერ შექმნილი პირველი კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა ოპერაციის შესრულების საშუალებას იძლეოდა. მოგვიანებით მის მიერ შექმნილი პატარა მუსიკალური ხელსაწყოთი, რომელსაც „აიპედი“ ერქვა და სიმღერების დიდ არჩევანს გვთავაზობდა, მუსიკალური რევოლუცია მოხდა. მანვე დააარსა და ფეხზე დააყენა კომპანია Pixar -ი, რომელიც აცოცხლებდა კომპიუტერულ ანიმაციებს – “სათამაშოების ისტორია”, “მანქანები”, “ნემოს ძიებაში”. მისი ცხოვრების მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი წააგავდა ზღაპარს: დაპირებები, რომანტიზმი, სიმდიდრე… სხვა მხრივ კი, საძაგელი, არეული და ტკბილი ოჯახური გარემოსაგან მეტად დაშორებული ყოველდღიური ყოფა ჰქონდა. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ და უგულვებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტი – ამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ.”