ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ 4 წლით თათია აფციაური იქნება

ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა.
ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, გამგეობის 7-მა წევრმა 4 წლის ვადით კვლავ ამჟამინდელი პრეზიდენტი თათია აფციაური აირჩია, რომელმაც სხდომის ფარგლებში გასული 4 წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სხდომაზე აირჩა ვიცე-პრეზიდენტი, მზია კანდელაკი და გენერალური მდივანი, ლუდვიგ ღაღანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები