მიშა მშვილდაძე გერმანიის საელჩოს განცხადებაზე: ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა

“კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი – ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია”, – ასე ეხმაურება მიშა მშვილდაძე საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებას.

მშვილდაძე საელჩოს განცხადებას ბრწყინვალეს და დროულს უწოდებს.

„კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი – ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია. ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა – მშვიდობიანი რევოლუციის ხსენებაზეც კი ელეთ-მელეთს რომ სიმულირებენ აქ ზოგ-ზოგიერთი. როცა უსამართლობა ხდება კანონი, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება”, – წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩო წერს: “ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები