სოზარ სუბარი: სიყალბე, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იქცა ქართული “ენჯეოების” სავიზიტო ბარათად

“სიყალბე, ტყუილი, სიცრუე, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იქცა ქართული “ენჯეოების” სავიზიტო ბარათად”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქართული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტთან სრულად შესაბამისობაშია.

“მათ რომ ნდომოდათ შეტანა, ამდენი ხნის განმავლობაში შეიტანდნენ კიდეც და გვეცოდინებოდა რა ეტაპზეა ამ წუთში სარჩელი. რაც შეეხება უშუალოდ სარჩელის შინაარსს, მართლა თუ შეიტანენ, მას არ აქვს არანაირი შანსი, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, რუსულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, სადაც 6 პუნქტში დაადანაშაულა რუსეთი, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტს, რასაც ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. არც ერთი ეს პუნქტი არ არის ქართულ კანონში, ქართული კანონი პირიქით, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტთან”, – აცხადებს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები