რატი ბრეგაძე: ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება გერმანიის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას

“ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გერმანიის საელჩოს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.

ბრეგაძის თქმით, გერმანია საკუთარ ისტორიულ დღეს აღნიშნავს.

„როგორც ვიცი, ოპოზიციონერების გარკვეულმა ნაწილმა უკვე გააკეთა განცხადებები და მათ მინდა, შევახსენო ევროპის და გერმანიის ისტორია, რას უკავშირდება 9 ნოემბერი. გერმანიაში ეს გულისხმობს გერმანიის კედლის დაცემას. ეს მათთვის ისტორიული დღეა და, შესაბამისად, როდესაც საელჩო ამის შესახებ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, ისინი აღნიშნავენ საკუთარ ისტორიულ დღეს. ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები