მეუფე იაკობი არჩევნებზე: ან ღმერთი უნდა აგერჩია, ან – ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგერჩია, ან – შოლცი

ბოდბელი მთავარ ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

„ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში – ავირჩიეთ. შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?! ჩვენი ოპოზიცია ისე იყო, პულსი არ ესინჯებოდა, მათ საზღვარგარეთის დახმარების გარდა არაფერი ჰქონდათ. ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც. როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის და გოგო გოგო რომ არ არის. ან ღმერთი უნდა აგერჩია ან – ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგერჩია, ან – შოლცი, ​ან ღმერთი უნდა აგერჩია – ან ბატონი მაკრონი. იცოდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის იქნება ხალხთან“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები