“არ დავიღლები კითხვით და მოწოდებით ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იქნებ აგვიხსნან, ჩვენი ოჯახების სიძლიერე როგორ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს” – წილოსანი
“კიდევ ერთხელ მინდა, დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ როგორც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ღირსებით ევროპისკენ, ეს იქნება კიდევ ჩვენი შემდგომი 4 წლის მუშაობის დევიზი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთი მხრივ, იდეით, შინაარსით დავახლოვდეთ ევროკავშირთან, მაგრამ ეს დაახლოება არ იწვევდეს საკუთარ მეობაზე უარის თქმას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„არ დავიღლები კითხვით და მოწოდებით ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იქნებ, აგვიხსნან, ჩვენი ოჯახების სიძლიერე როგორ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს; რას აშავებს ევროკავშირის იდეის პირობებში ის, რომ ჩვენ ოჯახური ღირებულებები გვაქვს და როგორ ეწინააღმდეგება ჩვენი ოჯახური ღირებულებები ევროპის იდეას. ანუ, ეს იმდენად დიდი აბსურდია, რომ წარმოუდგენელია რაიმე პასუხი არსებობდეს ამაზე. ზუსტადაც რომ პასუხებს ვერ ვიღებთ ვერც ოჯახური ღირებულებების დაცვის პრინციპის მოწინააღმდეგეთაგან. ასევე, ვერ ვიღებთ პასუხებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის თემატიკაზე“, – განაცხადა წილოსანმა.