“პარლამენტში არ უნდა შევიდეს და ვერ უნდა შევიდეს ვერცერთი ოპოზიციონერი” – ნიკა მელია
”პარლამენტში არ უნდა შევიდეს და ვერ უნდა შევიდეს ვერცერთი ოპოზიციონერი”, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, აპირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში შესვლას.
„ამ პარლამენტში, რომელიც ხალხის ინტერესს არ გამოხატავს, არავინ უნდა შევიდეს. ბევრი საუბარია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს უყვარს კონკრეტიკა. ქართველ ხალხის წინაშე, სხვადასხვა ქმედების გამო, შესაძლებელია, რეპუტაციულად არ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში წარმოჩენილი, ამიტომ ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, ვაპირებთ თუ არა იქ შესვლას. კონკრეტული დღე როდესაც მოვა, გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი არ გვესაქმება. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, უახლოეს კვირებში და ეს უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა მელიამ.