რატი ბრეგაძე: არაერთი სპეკულაცია გვინახავს იგივე სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც

“ჩვენ არაერთი სპეკულაცია გვინახავს იგივე სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროსთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩვენ არაერთი სპეკულაცია გვინახავს იგივე სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად აქ გარკვეულ მანიპულაციებთანაც გვქონდეს საქმე ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები