ნათია თურნავა: ლარში დანაზოგები სულ უფრო მეტად მზარდია

“დღესდღეობით ლარში დანაზოგები სულ უფრო მეტად მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი მოქალაქეებიც კი ლარში ინახავენ თავის დანაზოგებს საქართველოში”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლარი პოლიტიკოსების სპეკულაციების სამიზნედ არ იქცევა.

„ამ ნდობას ჩვენ ვაშენებთ და ამ ნდობას ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით არ დავუშვებთ, რომ ლარი იქცეს პოლიტიკოსების სპეკულაციების სამიზნედ“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები