ლადო პაპავა: როდესაც ეკონომიკური საფუძვლები ჯანსაღია და ბაზარზე არასტაბილურობა პოლიტიკური რყევებითაა, სებ-ს სჭირდება ინტერვენციები სტაბილურობის შენარჩუნებისთვის

“იმისთვის, რომ ეკონომიკა ნორმალურად ვითარდებოდეს, აუცილებელია იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო მაკროეკონომიკური სტაბილურობა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, როცა ქვეყანაში რყევებია, რაც ყოველთვის პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე”, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო რყევები.

„ქვეყნის ცენტრალური ბანკი, საქართველოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი სწორედ იმისთვის არის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო რყევები და გამოსული უარყოფითი ეფექტები, რაც პრაქტიკულად წარმატებით განახორციელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. თუ რყევები იწვევს გარკვეულ რისკებს, რისკები იწვევს პანიკას და მით უფრო მაშინ, როდესაც ეკონომიკა არის ჯანსაღი, არ არსებობს რეალური საფუძველი, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს და მხოლოდ პოლიტიკური რყევების გამო განიცდის არასტაბილურობას, სებ-ს სჭირდება მცირედი ინტერვენციები რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

რეზერვები არ არის მიზანი. რეზერვები არის მიზნის მიღწევის საშუალება. რა თქმა უნდა, რეზერვები აუცილებელია, რომ იყოს სტაბილურობა, მაგრამ რეზერვები არ შეიძლება იყოს მიზანი. მიზანი არის გაცვლითი კურსის სტაბილურობა. ინფლაცია ოფიციალურად მიზნობრივი მაჩვენებელია. რაც შეეხება რეზერვების გაზრდას, ეს ცოცხალი პროცესია – სავალუტო ოპერაციები, სავალუტო ბაზარი. როცა ინვესტორი შემოვა, იმ დროს როცა ისეთი დიდი პროექტები განიხილება, როგორიც არის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა, შუა დერეფანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს სერიოზული ინვესტიციები, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაიზრდება რეზერვები“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები